saqarTvelos uReltexilebi - leSvnilis uReltexili

კოორდინატები 42°52`55` ჩ. გ. 42°27`09` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3061 მ
ქედი სვანეთის ქედი

 

უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის ქედის დასავლეთ ნაწილში, მწვერვალი უსქურსა და ლეშვნილს შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 3061 მ. უღელტეხილის მიდამო აგებულია ქვედაიურული ფიქლებით. დაფარულია სუბალპური და ალპური მდელოებით. ლეშვნილი საცალფეხო გზით აკავშირებს მდინარე ცხენისწყლის ხეობას (ლენტეხის მუნიციპალიტეტი) მდინარე ენგურის ხეობასთან (მესტიის მუნიციპალიტეტი).